MLS უკვე დასრულდა, ფინალში გასული დევიდ ბექემის გალაქსი სოლტ ლეიკ სიტისთან დამარცხდა. ახლა ბექემს არაფერი უშლის ხელს, რათა "როსონერიში” დაბრუნდეს და მილანელებს კვლავ დაეხმაროს წარმატებების მიღწევაში. "იტალიაში საცხოვრებლად იანვრში ჩავალ, იქამდე წვივის წრავმა, რომელიც მუდმივად მაწუხებდა უნდა საბოლოოდ მოვირჩინო, ამისთვის თვეზე მეტი დრო მაქ, რის შემდეგაც მხოლოდ მილანსა და ეროვნულ ნაკრებზე ვიფიქრებ"- აცხადებს დევიდ ბექემი. ინფორმაციის წყარო: www.fci.ge