სპაის გერლზი (Spice Girls) - ოთხი BRIT ჯილდოს მფლობელი ინგლისური გოგონების პოპ ჯგუფი, რომელიც 1994 წელს ლონდონში დაარსდა. თავისი სადებიუტო სინგლი - "Wannabe" ხუთეულმა 1996 წელს გამოუშვა. სიმღერამ გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჰიტ-აღლუმების საათევეებში შვიდი კვირა დაჰყო და ჯგუფს "საერთაშორისო გენომენის" სტატუსის მოხვეჭაში დაეხმარა. მას შემდეგ, ჯგუფმა სამი სტუდიური ალბომი და ათი სინგლი გამოუშვა, რომლებიც მსოფლიოში 53 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.