დიდიე დეზირე დროგბა ტებილი 1978 წლის 11 მარტს აბიჯანში, იმ ქვეყნის დედაქალაქში დაიბადა, რომელიც რუკაზე სპილოს ძვლის ნაპირის სახელით იყო აღნიშნული. 1980-იანი წლებიდან კი ამ ქვეყანას ფრანგულ ენაზე-კოტ დ'ივუარს უწოდებენ. მომავალი ვარსკვლავის მშობლები ბანკში მუშაობდნენ, ტიტოს (სწორედ ასე უწოდებდნენ დიდიეს ოჯახის წევრები) გარდა ოჯახში კიდევ ხუთი ბავშვი იზრდებოდა და არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, საფრანგეთში მხოვრები მისი ბიძა - მიშელ გობა რომ არა. მიშელი საკმაოდ ახალგაზრდა გაემგზავრა საფრანგეთში და პროფესიონალ ფეხბურთელად იქცა. მშობლიურ ქალაქში ბევრმა არ იცოდა, რომ გობა საშუალო დონის მოთამაშე გახლდათ, მათთვის იგი ,,მაღალი საზოგადოების წევრი იყო. აბა როგორ, ის ხომ საფრანგეთის პირველ დივიზიონში ჟირესის , ტიგანას, პლატინის გვერდით თამაშობდა. ბიძია მიშელი იმდენს ჰყვებოდა ფეხბურთელის მომხიბვლელი ცხოვრების შესახებ, რომ ბი
... კითხვის გაგრძელება »