ლიონელ მესიმ "ესტუდიანტესის” კარის აღებით, 2009 წელს ფინალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობა სამამდე აიყვანა. აქამდე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გატანილი ჰქონდა ესპანეთის თასის ფინალში ბილბაოს "ატლეტიკის” და ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერის” წინააღმდეგ. ანგარიშებიდან გამომდინარე, თუ "ბარსელონა” წინა ორ ფინალში მესის გარეშეც მოახერხებდა მოგებას, ამჯერად სიტუაცია სხვაგვარი იყო, რადგან მესის გოლი გადამწყვეტი და გამარჯვების მომტანი გამოდგა. მესიმ, რომელმაც 2009 წელს როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე ყველაფერი მოიგო, მატჩის შემდეგ ფიფას ოფიციალურ საიტს მისცა ინტერვიუ.
- როგორ გრძნობთ თავს? - ძალიან ბედნიერი ვარ. ახლახანს დავასრულეთ ისტორიული სეზონი, რომლის განმავლობაშიც აბსოლუტურად ყველაფერი მოვიგეთ. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გვსუ
... კითხვის გაგრძელება »
არგენტინელი ფეხბურთელის ლეო მესის კარიერა დაიწყო 1995 წელს გუნდში სახელწოდებით "Newell's Old Boys" სადაც მან ითამაშა 2000 წლამდე. მესის სერიოზული პრობლემები ჰქონდა სიმაღლესთან დაკავშირებით. 13 წლის ის თავის თანატოლებში ყველაზე პატარა იყო სულ რაღაც 1,30მ. სამკურნალოდ მესი ბარსელონაში გაემგზავრა. მესი არც იქ ცილდებოდა ფეხბურთს და ბარსელონას გუნდში ჩაეწერა. არგენტინელის ოჯახი არც ისე შეძლებული იყო. ,,ბარსას" ხელმძღვანელობამ დაინახა მასში ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშე და თავადვე დააფინანსა მესის მკურნალობა. მკურნალობამ აშკარა შედეგი მოუტანა მესის. ამჟამად მესი 1,69მ არის . 14 წლის მესი უკვე ბარსელონა C -ში თამაშობდა. არგენტინელი თინეიჯერი ნელ ნელა უფრო მაღალ დონეზე ადიოდა . 2003 წლის 17 ნოემბერს შედგა არგენტინელი ,,ვუნდერკინდ
... კითხვის გაგრძელება »